კვეკვესკირის საგოლე პასი პოლონეთში

0
43

პოლონეთის ექსტრაკლასას 32-ე ტურში ნიკა კვეკვესკირის პოზნანის „ლეხმა“ შინ მნიშვნელოვანი სამი ქულა დაკარგა ერთ-ერთ კონკურენტ პოზნანის „ლეხთან“ – 1:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთა. 83-ე წუთზე, როდესაც „ლეხი“ 0:2 მარცხდებოდა, კვეკვესკირმა საგოლე პასი გაუკეთა ჟოელ პერეირას, რომელმაც ანგარიში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა – 1:2. მან მიმდინარე სეზონში თავის ანგარიშზე მეორე საგოლე პასი ჩაიწერა. „ლეხი“ 52 ქულით 18 გუნდში მე-5 ადგილზეა.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 33-ე ტურში „კარლსრუე“ სახლში „ჰანოვერს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარაცხდა – 1:2. ჩვენი ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაზე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო. „კარლსრუე“ 52 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი