კიტეიშვილის დუბლი

0
56

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონობისთვის მებრძოლი გრაცის „შტურმი“ სტუმრად ლასკს შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
კიტეიშვილმა შეუცველალდ ითამაშა და სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. 30-ერ წუთზე მან მეტოქის საჯარიმოში ლასკის მცველი „მიაპრესინგა“ და საბოლოოდ ბურთი დააკარგვინა, ხოლო ბიერეტის გადაცემის მერე ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
48-ე წუთზე, კიტეიშვილმა პრასის პასის შემდეგ, ბურთი მეტოქის საჯარიმოს ხაზთან მიიღო და ზუსტად დაარტყა – 2:1. თუმცა, გრაცელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 77-ე წუთზე გოლი პენალტიდან გაუშვეს. კიტეიშვილმა 57-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და მომდევნო ტურში ვერ ითამაშებს.„შტურმმა“ ზედიზედ 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა და 41 ქულით პირველ ადგილზეა – მეორე პოზიციაზე მყოფმ „ზალცბურგს“ 2 ქულით ასწრებს.
28 წლის კიტეიშვილმა ამ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 9 გოლი მიითვალა და 5 საგოლე პასი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი