“კრემონეზეს”, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, იტალიის სერია A-ში დაბრუნების შანსი აქვს. სერია B-ს ბოლო 38-ე ტურში კრემონელებმა “ჩიტადელას” უმასპინძლეს და 3:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. “კრემონეზემ” 67 ქულით 20 გუნდში მე-4 ადგილი დაიკავა და სერია B-ში გადასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში ითამაშებს.
“სპეციამ” “ვენეცია” მიიღო და 2:1 აჯობა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. მასპინძლების თადარიგში მცველი ივა გელაშვილი იყო, რომელსაც ისევ არ უთამაშია. 23 წლის ფეხბურთელმა თავის სადებიუტო სეზონში სერია B-ში 9-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. გელაშვილი “სპეციაში” ბათუმის “დინამოდან” გაანათხოვრეს და მას საიჯარო ხელშკულება ამოეწურა.
სერია A-ს 36-ე ტურში “ფროზინონემ” ჩემპიონი მილანის “ინტერი” მიიღო და 0:5 წააგო. დამარცხებულთა თადარიგში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე იყო, რომელსაც არ უთამაშია. “ფროზინონე” 32 ქულით 20 გუნდში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





