“სანტიაგო ბერნაბეუს” მაგია ეს მითია არაა, ეს რეალობა. დიახ, რეალობაა, რომ “რეალს” თავის მშობლიურ არენაზე ისეთი თამაშების დატრიალება შეუძლია, რომლებშიც თითქოს წასაგებად უკვე განწირულია. თან ამას ისე ახერხებს, რომ მეტოქე გუნდებს შოკშიც აგდებს. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა გუნდმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ჩემპიონთა ლიგია 1/2-ფინალში მიუნხენის “ბაიეერნთან” საპასუხო შეხვედრაში.
“რეალი” პირველი ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და ანგარიშის გახსნაც შეეძლო, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში მყოფი ვინისიუს ჟუნიორის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო ახლო მანძილიდან როდრიგოს დამატებული მანუელ ნოიერმა ნახტომში გაანეიტრალა.
მადრიდელები თამაშის სადავეებს მეორე ტაიმშიც ფლობდნენ, თუმცა, გოლი საკუთარ კარში მიიღეს. “ბაიერნის” ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევის დროს, ჰარი კეინის პასი შემდეგმ ტრავმირებული სერჟ გნაბრის ნაცვლად მოედანზე შესულმა ალფონსო დევისმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და საჯარიმოში შესული რუდიგერს გაექცა, რის შემდეგ მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:1. კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაში თავი პირველად გამოიჩინა.
გოლის გაშვების შემდეგ, ანჩელოტიმ თამაშში ხოსელუ ჩართო, რომელიც საბოლოოდ მატჩის გმირი აღმოჩნდა. 88-ე წუთზე ვინისიუსმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და ნოერს ბურთი ხელიდან გაუვარდა, ხოლო ხოსელუმ ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მარცხენა მხრიდან რუდიგერის გაკეთებული პასის შემდეგ, ხოსელუმ ერთი შეხებით გამარჯვების გოლი გაიტანა – 2:1. ეს ფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა, რადგან გერმანიაში შეხვედრა 2:2 დასრულდა. “რეალს” 2012 წლის შემდეგ მიუნხენელებთან ზედიზედ 9 თამაშია არ წაუგია – 7 გამარჯვება და 2 ფრე.
“რეალის” არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა თასის/ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეთვრამეტედ გავიდა. “რეალი” ბოლო 3 წლის მანძილზე ფინალში მეორედ ითამაშებს. მადრიდელები 1 ივნისს ლონდონში სტადიონ “უემბლიზე” დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდებიან. “რეალს” ევროპის ყველაზე პრესტიჟლი საკლუბო ტურნირი 14-ჯერ მოუგია.
ანჩელოტი პირველი მწვრთნელია, რომლის გაწვრთნილი გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეექვსედ ითამაშებენ. მან მწვრთნელის რანგში მხოლოდ ერთი ფინალი წააგო. ანჩელოტიმ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა თასზე/ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდი დაამყარა – 203. მან შოტლანდიელი ალექს გერფიუსონის მიღწევა გააუმჯობესა. ანჩელოტიმ “რეალის” და “მილანის” თავკაცის რანგში “ბაიერნთან” არცერთი შეხვედრა წააგო – 10 მატჩში 7 გამარჯვება და 3 ფრე.
“ბაიერნი”, რომელსაც თომას ტუხელი წვრთნის 2012 წლის შემდეგ პირველად სეზონს ტიტულის გარეშე დაასრულებს.
ლაშა თაბაგარი
