მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თქმით, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაშების შემოტრიალება მისი გუნდისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. მან ამას ხაზი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნთან“ 2:1 მოგებული მატჩისა და ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა. „რეალის“ შეხვედრას 0:1 აგებდა, მაგრამ ხოსელიმ სამ წუთში 2 გოლი გაიტანა და მასპინძლებს გაამარჯვებინა.
„თამაშის შემოტრიალებისთვის ძალა გვქონდა, როდესაც „ბაიერნმა“ გაგვიტანა. ეს ისევ აქ მოხდა – „ბერნაბეუზე“. ამის გაკეთება ჩვენ გულშემატკივრებთან ერთად ჩვეულებრივი ამბავია. მათთან ერთად რაღაც მოულოდნელის შექმნა შეგვიძლია.
ჩვენ გვჯეროდა. ხოსელუმ ფანტასტიკურად ითამაშა. ის ფანტასტიკური თავდამსხმელია. საქმეს თავის ძალიან კარგად გავართვით და მატჩის ბოლოს ბევრი ენერგია გვქონდა.
რა თქმა უნდა, ამ მომენტით ფინალამდე დავტკბები. ჩვენ ფანტასტიკურ დღეებს გავატარებთ გულშემატკივრებთან ერთად, რათა ლა ლიგაში გამარჯვება აღვნიშნოთ. შეგიძლიათ ჩვენთან ერთად მადრიდში დარჩეთ. დიდი მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ. მიმაჩნია, რომ „რეალი“ ჩემს კარიერაში საუკეთესო გუნდია“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს ესპანური მედია.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლონდონში „უემბლიზე“ 1 ივნისს ჩატარდება და „რეალი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





