კარლო ანჩელოტი: “ამ გუნდის მართვა ადვილია“

0
15

„რეალთან“ ესპანეთის ჩემპიონატის ორჯერ მომგებმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ისეთი ფეხბურთელების მართვა, რომლებაც თავი მადრიდულ კლუბში მოიყარეს, ძალიან ადვილია.
„ამ გუნდის მართვა ადვილია, რადგან მასში ბევრი პასუხისმგებლიანი მოთამაშეა, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან და მეგობრობენ. ჩვენი კარგი პირობები გვაქვს და ამ დახასიათებებმა გაგვამარჯვებინა.
ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. ჩემპიონატი დამსახურებულად მოვიგეთ. ჩვენ გვინდა, რომ ეს მოვლენა საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმოთ, მაგრამ მათ ესმით, რომ ოთხშაბათს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა გველოდება. გვინდა კარგად მოვემზადოთ, რომ ისინი გავახაროთ და ტიტულის მოპოვებას ერთად უქმეებზე აღვნიშნავთ“ – იუწყება 64 წლის იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს „რეალის“ პრესსამსახური. შეგახსენებთ, რომ “რეალმა” ლა ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ოქროს მედლები გაინაღდა.
ლაშა თაბაგარი