უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ევრო 2024-ზე მონაწილე ნაკრებებისთვის მოთამაშეების დასაშვები ლიმიტი გაზარდოს, რის შესახებ ნახსენები ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
აქედან გამომდინარე, ეროვნულ ნაკრებებს უფლება მისცენ, რომ გერმანიაში გასამართ ტურნირზე განაცხადში 26 ფეხბურთელი შეიყვანონ. მანამდე, მაქსიმალური რაოდენობა 23 მოთამაშე იყო.
ევრო 2024-ის რეგლამენტის თანახმად გუნდებმა საბოლოო განაცხადი უეფას 7 ივნისამდე უნდა წარუდგინონ.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ჩატარდება. მომავალ ტურნირს ბერლინი, დორტმუნდი, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი, ჰამბურგი, კიოლნი, ლაიფციგი, მიუნხენი და შტუტგარტი უმასპინძლებენ.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში 18 ივნისს თურქეთს (დორტმუნდი), 22 ივნისს ჩეხეთს (ჰამბურგი) და 26 ივნისს პორტუგალიას (გელზენკირხენი) დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი
