კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში გორის “დილასთან” შინ 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ, რუსი ოლეგ ვასილენკო “თელავის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ თელაველთა პრესსამსახური იუწყება:
“ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ გორის “დილასთან” 0:1 მარცხის შემდეგ საფეხბურთო კლუბ “თელავის” ხელმძღვანელობამ, მთავარი მწვრთნელი ოლეგ ვასილენკო და მისი თანაშემწეები, კონსტანტინ სინეოკოვი და სერგეი ომელიანჩუკი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ”.
ლაშა თაბაგარი
