დღეს, ნიონში, უეფას სათაო ოფისში ვაჟთა ასაკობრივი, 17 და 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებები წილისყრა გაიმართა, სადაც ორივე ასაკობრივ ჯგუფში, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფები დაკომპლექტდა.
ლაშა ფირცხალაიშვილის 19-წლამდელთა ნაკრები, ელიტ რაუნდში ნორვეგიას, შვედეთს და ესტონეთს დაუპირისპირდება. მატჩების თარიღების და მასპინძელი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გიორგი ხიზანიშვილის 17-წლამდე ნაკრები, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად პოლონეთს, სლოვენიას და სომხეთს შეხვდება. მატჩების თარიღების და მასპინძელი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.





