საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს სანდრო კობახიძე გაწვრთნის. 37 წლის სპეციალისტის კარიერის დასრულების შემდეგ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ჯერ ლაშა ფირცხალაიშვილის თანაშემწე იყო, ხოლო შემდეგ – ვასილ მაისურაძის.
კობახიძე კარიერის განმავლობაში თბილისის „სპარტაკში“, თბილისის „დინამოში“, „დნიპროში“, კიევის „არსენალში“, „კრივბასში“, „ვოლინში“, „ვორსკლაში“, თურქეთის „გიოზთეფეში“, თბილისის „ლოკომოტივში“ და ბოლნისის „სიონში“ გამოდიოდა.
მან 2006-2018 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 35 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
