კარლო ანჩელოტი: „ჩემპიონთა ლიგაში ისტორია ბევრს ნიშნავს“

0
31

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თქმით, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მიუხენის „ბაიერთან“ სტუმრად გასამართ პირველ თამაშს თავდაჯერებული ხვდებიან, მაგრამ არც მეტოქის სიძლიერე ავიწყდებათ.
„პირველ მატჩს თავდაჯერებულები ვხვდებით, მაგრამ გვესმის, რომ მაღალი დონის მეტოქე გვყავს, რომლის შემადგენლობაში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ. აქ ყოფნა გვიხარია, რადგან ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა თუნდაც ამ დარბაზში, რომ დღევანდელ პრესკონფერენციამდე მივაღწევდი, მაგრამ მე თქვენს წინაშე ვარ. აქედანაა თავდაჯერება, რომ ვითამაშებთ ნახევარფინალში, რომელმაც შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური ისევ მოგვიტანოს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს დაპირისპირება 180 წუთი გრძელდება.
ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც ბუნდესლიგაში წარმატებით ვერ ითამაშა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან „არსენალი“ გამოთიშა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩემპიონთა ლიგაში ისტორია ბევრს ნიშნავს, ხოლო ეს ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს გამოცემა AS.
„ბაიერნი“ – „რეალის“ დაპირისპირება მიუნხენის „ალიანც არენაზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი