პოლონეთში „ქართული“ დერბი უგოლოდ დასრულდა

0
35

პოლონეთის ექსტრაკლასას 30-ე ტურში „ქართული“ დერბი შედგა – ნიკა კვეკვესკირის პოზნანის „ლეხმა“ ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ მიიღო. განვლილი დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა და ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო. საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი კვეკვესკირი მე-60 წუთზე შეცვალეს, ხოლო კრაკოველთა კაპიტანმა კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და 43-ე წუთზე შეცვალეს.
„ლეხი“ 52 ქულით 18 გუნდში მე-2 ადგილზეა, „კრაკოვია“ კი 33 ქულით მე-14 პოზიციაზეა.
MLS-ის მორიგ ტურში „ატლანტა იუნაიტედი“ „ჩიკაგო ფაერს“ შეხვდა და ქულა აიღო. სტუმრებში საქართველოს ნაკრების გარემარბმა საბა ლობჟანიძემ ორი ტაიმი ითამაშა. „ატლანტა იუნაიტედი“ 12 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი