კიტეიშვილმა უშუალო კონკურენტთან უპირატესობა ვერ შეინარჩუნა

0
41

ავსტრიის ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ოთარ კიტეიშვილმა უშუალო კონკურენტ „ზალცბურგთან“ სტუმრად ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი 0:2 მოიგო, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო – 2:2. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. „შტურმი“ 39 ქულით ლიდერია და 3 ქულით ასწრებს მეორე პოზიციაზე მყოფ „ზალცბურგს“.
კვიპროსის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე აპოელი გასვლაზე „ომონიასთან“ 0:1 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ჩვენი ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელი იყო – მცველმა ლასა დვალმა სრულად ითამაშა, ხოლო გუნდის კაპიტანი ფორვარდი გიორგი ქვილითაია 76-ე წუთზე შეცვალეს. მარცხის მიუხედავად 72 ქულით აპოელმა პირველი ადგილი შეინარჩუნა და მეორე ადგილზე მყოფ აეკ-ს გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით სჯობს.
ლაშა თაბაგარი