ცხადაძის გუნდი აზერბაიჯანის პრემიერლიგიდან გავარდა

0
35

„გაბალა“, რომელსაც კახა ცხადაძე მიმდინარე წლის თებერვლის მიწურულიდან წვრთნის, აზერბაიჯანის პრემიერლიგიდან ოფიციალურად გავარდა. 32-ე ტურში გაბალელები შინ მათე კვირკვიას და გიორგი პაპუნაშვილის „ქიაფაზთაბ“ 0:1 დამარცხდა და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე რანგით მეორე ლიგაში დაქვეითდნენ.
რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში „ახმატმა“ შინ „ნიჟნი ნოვგოროდი”, სადაც კონსტანტინე მარადიშვილი და ნიკა ქუთათელაძე გამოდიან, 5:1 გაანადგურა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი ქუთათელაძემ გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში თავი მეორედ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი