ლაშა თოთაძე “დინამოში” მწვრთნელად დაბრუნდა

0
57

თბილისის “დინამოს” სამწვრთნელო შტაბში მატებაა.. გუნდში დაბრუნდა ლაშა თოთაძე, რომელიც მთავარი მწვრთნელის ესპანელი ანდრეს კარასკოს ასისტენტად იმუშავებს. ამპლუით მცველმა, რომელიც ძალიან კარგად ასრულებდა საჯარიმო დარტყმებს, აქტიური საფეხბურთო კარიერა 2022 წელს დაასრულა, “დინამოში” კი 2014-2015 და 2017-2018 წლებში ასპარეზობდა. მან საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდის მაისურით საერთო ჯამში 103 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი