სერჟიო კონსეისაუმ “პორტუსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
5

“პორტუს” მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კნსეისაუმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. 45 წლის სპეციალისტმა პორტუგალიურ გრანდს თავისი ბედი 2028 წლამდე დაუკავშირა.
პორტუგალიის ეროვნული გუნდის ყოფილი გარემარბი გუნდს 2017 წლიდან ავარჯიშებს, მისი ხელმძღვანელობით “პორტუმა” ქვეყნის ჩემპიონატი და თასი 3-3-ჯერ მოიგო.
კონსეისაუს თავკაცობით “პორტუმ” ყველა ტურნირში 372 მატჩი ჩაატარა – 268 გამარჯვება, 49 ფრე და 55 მარცხი.
ლაშა თაბაგარი