კიტეიშვილის გოლი და კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ

0
8

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში თავისი მე-6 გოლი გაიტანა. საჩემპიონო რბოლაში ჩართულმა გრაცის “შტურმმა” სტუმრად ვენის “რაპიდი” 3:1 დაამარცხა და თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმაც შეიტანა. მატჩის 44-ე წუთზე, როდესაც გრაცელების 2:1 იგებდნენ, ჰორვატის გადაცემის შემდეგ კიტეიშვილმა მასპინძლების საჯარიმოსი მისადგომებიდან მარცხენა ფეხით ეფექტური გოლი გაიტანა. მან ამ სეზონში საკუთარ ანგარიშზე 6 გოლთან ერთად, 5 საგოლე პასი ჩაიწერა. “შტურმს” 38 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე მყოფ “ზალცბურგს” 3 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი