ხავი „ბარსელონაში“ რჩება

0
7

„ბარსელონას“ ვიცეპრეზიდენტის რაფა იუსტეს განცხადებით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ხავი კატალონიელებთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და შესაბამისად თავის თანამდებობაზე დარჩება.
„ხავი რჩება, რადგან აქ ძალიან ბედნიერია. ჩვენ მოლაპარაკება არცერთ სხვა მწვრთნელთან გვიწარმოებია. გარდა ამისა, კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ ენდობა ხავის. გადაწყვეტილება დადასტურებულია“ – იუწყება იუსტეს ნათქვამს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
44 წლის ესპანელი სპეციალისტი „ბარსელონას“ 2021 წლიდან თავკაცობს და კატალონიელებს ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა. მან მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ „ბარსელონადან“ წავიდოდა. თუმცა, მოგვიანებით ესპანური მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხავიმ თავისი გადაწყვეტილების შეცვლას აპირებდა.
ლაშა თაბაგარი