არაბულის პირველი გოლი სამხრეთ კორეაში

0
39

გიორგი არაბულმა სამხრეთ კორეის „გიონგნამში“ გადასვლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. სამხრეთ კორეის რანგით მე-2 ლიგის მე-5 ტურში „გიონგნამი“ სტუმრად „ჩეონამ“ სიტის შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს- 2:2. არაბული სასტარტო შემადგენლობაში იყო და 37-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ „გიონგნამის“ ფეხბურთელმა ანგარიში გახსნა. 63-ე წუთზე საჯარიმოში მარჯვნიდან შესული პარტნიორის პასის შემდეგ, ქართველმა ფორვარდმა ერთი შეხებით ვერ დაარტყა, მაგრამ მეორეთი მაინც გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „გიონგნამის“ კიდევ ერთ ქართველ თავდამსხმელს ზურაბ მუსელიანს თადარიგში ყოფნა აკმარეს.
ლაშა თაბაგარი