ბერიძემ “ქოჯაელს” ქულა ააღებინა

0
41

გიორგი ბერიძემ მიმდინარე სეზონში ღყრქეთის რანგით მეორე ლიგაში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა. “ქოჯაელისფორი” სტუმრად “ქორუმს” შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. ბერიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა. 72-ე წუთზე “ქოჯაელისფორის” ფეხბურთელი დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო ბერიძემ თავით დაამატა. ამ სეზონში გიორგის ანგარიშზე 5 გოლის გარდა, 1 საგოლე პასია. განვლილ შეხვედრაში “ქოჯაელისფორის” განაცხადში ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი და თავდამსხმელი დავით სხირტლაძე არ იყვნენ. “ქოჯაელი” 49 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი