გულიაშვილი მეექვსე გოლი ბოსნიაში

0
55

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში ბოსნიის ჩემპიონატში თავისი მეექვსე გოლი გაიტანა. 25-ე ტურში „ველეჟი“ სტუმრად „ბორაცს“ შეხვდა და ქულა აიღო. გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 64-ე წუთზე როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1. „ველეჟი“ 43 ქულით 12 გუნდში მე-3 ადგილზეა.
ჩეხეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში „იაბლონეცი“ შინ „ოსტრავასშთან“ 2:3 დამარცხდა. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი