“ვალენსიამ” გრანადაში მოიგო – მამარდაშვილის მორიგი “მშრალი” მატჩი

0
56

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში გოლი მე-11 მატჩში არ გაუშვა. 26-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში “ვალენსია” სტუმრად “გრანადას” დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით აჯობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა და პირველი ტაიმში მასპინძელთა სამი ბურთი მოიგერია, რომელთა შორის ყველაზე სახიფათო ფაკუნდო პელისტრის დარტყმული იყო.
მეორე ტაიმში სტუმრებიდან ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ვასკესმა გაუშვა, რომელმაც ახლო მანძილიდან კარს ააცილა. 77-ე წუთზე “გრანადას” მცველის მიერ თავით მოგერიებული ბურთი ალმეიდამ საჯარიმოში ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარში ზუსტად გაგზავნა. “ვალენსიამ” ზედიზედ ფრედ დასრულებული ორი მატჩის შემდეგ, გრანადაში მოპოვებული გამარჯვებით 44 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი