საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის ზაზა ჯანაშიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, მოსამატებელი კიდევ ბევრი აქვს.
„ყველამ იცის, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაკრებში ყველაზე ძლიერია – დრიბლინგი, სისწრაფე, მოტყუება. საბერძნეთთან მატჩში მას რამდენჯერმე ფეხებში ჩაარტყეს. მას მომავალშიც ეს ელოდება. ორი-სამი მცველი ყოველთვის შეეცდება, რომ ხვიჩა შეაჩეროს, რადგან მისი თამაში იციან. კვარაცხელიას რომ თავისუფლება მისცეს, ნებისმიერ ფეხბურთელს გაექცევა. მასზე ყოველთვის ინადირებენ, რადგან ფეხბურთი ასეთია. ხვიჩამ თამაშს კიდევ უფრო უნდა მოუმატოს.
საქართველოს ნაკრების ყველა მოთამაშის შესაძლებლობა ვიცი. გამოვარჩევ ოთარ კიტეიშვილს, რომელიც არცთუ ცუდი მოთამაშია. მას კარგი დრიბლინგი აქვს, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში შედარებით სუსტია. დანარჩენები ყველა თავის დონეზე გამოდიან.
ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა შესაძლებელია. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჩემი აზრით, ევროპაზე ძალიან კარგად გამოვალთ. ევროპის ჩემპიონატამდე ბიჭები კიდევ მოუმატებენ. როდესაც ფეხბურთელების გამარჯვების გემოს შეიგრძნობენ, ძალიან კარგია. ახლა მათ გაიგეს გაამრჯვების გემო და ნახეს თუ როგორ უჭერდნენ მხარს გულშემატკივრები.
რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე კარგი შედეგის ჩვენებისკენ მივისწრაფვით. აბა სხვა რისკენ უნდა მივისწრაფვოდეთ? დიახ, პატარა ქვეყანა ვართ და ამიტომ, დიდი შედეგის ჩვენება გვინდა. საქართველოს უკვე საფეხბურთო ქვეყანაა. იმედია, ჩვენი ნაკრებისთვის ტურნირზე ყველაფერი კარგად იქნება“ – განაცხადა ჯანაშიამ metaratings.ru-სთან ინტერვიუში.
ლაშა თაბაგარი





