ხავის მიაჩნია, რომ „ბარსელონასთვის“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შინ „ნაპოლისთან“ გასამართი საპასუხო შეხვედრა სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანია. ესპანური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მომავალი მატჩი ჩვენთვის სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანია და მისთვის მზად ვართ. უკვე ოთხი წელიწადია 1/4-ფინალში არ გვითამაშია და ყველაფერი ისე მიდის როგორც ვვარაუდობდით. ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც მართალია საუკეთესო დრო არ უდგას, მაგრამ იტალიის მოქმედი ჩემპიონია. ახალი მწვრთნელის მისვლის შემდეგ „ნაპოლი“ უფრო უკეთესი და დინამიური გახდა. საგრძნობი დანაკარგი გვაქვს, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ. პირველ მატჩში უკეთესები ვიყავით და ახლაც იმავე უნდა გავაკეთოთ.
1/4-ფინალში გასვლის და ვითარების გარდატეხის შანსი გვაქვს. დანაკარი თავის გასამართლებლად არ გამოდგება და წარუმატებლობის არ გვეშინია. მომავალი შეხვედრაში ფავორიტი არცერთი გუნდია – შანსი 50/50-ზეა. ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაში დიდ უპირატესობას გვაძლევს. ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ. ევროპაში „ბარსელონაზე“ უკეთესი გუნდი არაა, უბრალოდ ისინი სხვანაირებია არიან. ყველას შეგვიძლია კონკურენცია გაუწიოთ. უბრალოდ, ჩვენი ეკონომიკური სიტუაცია შეიცვალა“ – ციტირებს ხავის mundodeportivo.com.
შეგახსენებთ, რომ ნეაპოლში ჩატარებული პირველი თამაში 1:1 დასრულდა.
ლაშა თაბაგარი





