„დილას“ სამიდან სამი – ვაუტერმა ისევ გაიტანა

0
51

პორტუგალიელი რუი მოტას ხელმძღვანელობით გორის „დილამ“ სეზონის სტარტზე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. გორელებმა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე რუსი იგორ ვასილენკოს გაწვრთნილ „თელავს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით აჯობეს. მასპინძლებს სამი ქულა 21 წლის ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ტაირელ ვაუტარმა მოუტანა, რომელმაც თავი ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიჩინა.
34-ე წუთზე კარიდან წინ გამოსულმა სტუმართა მეკარე ბექა ქურდაძემ ხელით ითამაშა და მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ, ის გააძევა. საჯარიმო დარტყმა დაახლოებით 22 მეტრიდან ზუსტად ვაუტერმა შეასრულა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „დილას“ 9 ქულა აქვს, ხოლო „თელავს“ – 3.
ლაშა თაბაგარი