კორღალიძის პირველი გამარჯვება ყაზახეთში

0
53

ლევან კორღალიძემ მთავარი მწვრთნელის რანგში ყაზახეთის პრემიერლიგაში პირველი მატჩი მოიგო. მე-2 ტურში „ჟენისი“, რომელსაც ქართველი სპეციალისტი 2023 წლის დეკემბრიდან ავარჯიშებ, ყარაგანდის „შახტიორი“ მიიღო და 1:0 დაამარცხა. მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მცველმა ზურაბ თევზაძემ. მის მსგავსად სასტარტოში ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილიც იყო, რომელმაც მე-80 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 8 წუთში შეცვალეს. სტუმრებში ანტონ თოლორდავამ ორი ტაიმი ითამაშა, ხოლო იმედა აშორტიამ მოედანი 79-ე წუთზე დატოვა.
ლაშა თაბაგარი