გვილია ისევ პოლონეთში ითამაშებს

0
47

ვალერიან გვილია კარიერას ისევ პოლონეთის ექსტრაკლასაში გააგრძელებს. 29 წლის ნახევარმცველმა გლივიცეს “პიასტთამ” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. ის თვენახევრის განმავლობაში ბრატისლავის “სლოვანში” ვარჯიშობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში სლოვაკურ კლუბში საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველის ტრანსფერი არ შედგა. გვილია “პიასტს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
იგი 2023 წლის იანვრიდან თავისუფალი აგენტი იყო, მას მერე რაც პოლონეთის „რაკუვთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. გასული წლის მარტში გვილია პოლონურ ვარშავის „ლეგიაში“ ვარჯიშობდა, სადაც საბოლოოდ არ დაიტოვეს. გვილია კარიერის განმავლობაში „რაკუვის“ გარდა, უკრაინის ზაპოროჟიეს „მეტალურგში“, ბელარუსის „მინსკში“ და ბატეში, შვეიცარიის „ლუცერნში“, პოლონეთის „გურნიკში“ და „ლეგიაში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი