ყაზაიშვილის საშინაო მარცხი აზიის ჩემპიონთა ლიგაში

0
58

ჩინეთის „შანდუნი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში შინ იაპონიის „იოკაჰამა მარინოსს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.
სტუმრებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს, ხოლო 69-ე წუთზე კიდევ უფრო წინ გავიდნენ. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გაიტანეს.
ლაშა თაბაგარი