„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად „კოპენჰაგენს“ 3:1 აჯობა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში დანიელები იმავე ანგარიშით დაამარცხა და 1/4-ფინალში ითამაშებს.
მანჩესტერში გამართული მატჩის მე-5 წუთზე ალვარესმა კუთხური ჩააწოდა და აკანჯიმ მიწაზე დაუშვებლად ბურთი ერთი შეხებით კარში გადაგზავნა – 1:0. მე-9 წუთზე ალვარესი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და მისი დარტყმის შემდეგ კოპენჰაგენელთა მეკარემ უხეში შეცდმა დაუშვა, რის გამო, „სიტი“ 2:0 დაწინაურდა. 29-ე წუთზე დანიელთა შეტევის დროს ოსკარსონის პასის მერე მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა ელოუნოუსიმ მანჩესტერლთა კარი აიღო – 2:1. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე ჰოლანდმა ბურთი დანიელთა საჯარიმოში მიიღო, ორ მცველში მოქცეული სიტაუციაში კარგად გაერკვა და ზუსტად დაარტყა – 3:1. ნორვეგიელმა ფორვარდმა ბოლო 3 მატჩში ყველა ტურნირში 7 გოლი შეაგდო. მან მიმდინარე სეზონში „სიტის“ მაისურით 32-ჯერ ითამაშა და 29 გოლი მიითვალა. „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ზედიზედ მეშვიდედ გავიდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
ლაშა თაბაგარი





