ჩაკვეტაძე საგოლე პასით დაბრუნდა

0
133

გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიშზე მიღებული მუხლის მცირე დაზიანების გამო ინგლისის ჩემპიონშიფის 35-ე ტური გამოტოვა, თუმცა, ოთხშაბათს მოედანზე დაბრუნდა და საგოლე პასიც მიითვალა.
„უოტფორდმა“ შინ „სუონსი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 43-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრები მე-18 წუთზე ენდრიუსის ავტოგოლის მერე დაწინაურდნენ. 57-ე წუთზე, ჩაკვეტაძემ კუთხური ჩააწოდა და ჰოედტმა თავით ბურთი კარში გადაგზავნა. ქართველმა ფეხბურთელმა მიმნდინარე სეზონში „უოტფორდში“ ჩატარებულ 29 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი