კუხიანიძემ უზბეკეთში სეზონის დაწყება გოლით აღნიშნა – ჩაკვეტაძე განაცხადს მიღმა

0
55

გიორგი კუხიანიძემ უზბეკეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გოლი მიითვალა. „ყიზილყუმი“, სადაც კუხიანიძესთან ერთად აკაკი შულაიაც გამოდის, სტუმრად „ბუნედკორს“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და კუხიანიძემ 26-ე თავით წუთზე ანგარიში გახსნა. ის „ყიზილყუმში“ გასული სეზონის მეორე ნახევარში ქუთაისის „ტორპედოდან“ წასვლის მერე გადავიდა და 13 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა. „ბუნედკორთან“ შეხვედრაში კუხიანიძე 82-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო შულაიამ მოედანზე ორი ტაიმი გაატარა.
ინგლისის ჩემპიონშიფის 35-ე ტურში “უოტფორდმა” გასვლაზე “მილოულთან” წააგო და  საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში არ იყო. ამ ეტაპზე უცნობია მიზეზი რის გამოც ჩაკვეტაძე სათადარიგოებშიც ვერ მოხვდა.
ლაშა თაბაგარი