“იბერიამ“ “თელავს” მინიმალურად აჯობა, “ტორპედოს” რიხიანი დასაწყისი

0
54

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალ სეზონში გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა თბილისის „იბერია 1999“-მა (ყოფილი „საბურთალო“) რუსი იგორ ვასილენკოს დამოძღვრილი „თელავი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე გაიტანა, როდესაც საბა მამაცაშვილის ჩაწოდებული კუთხურის მერე ბურთი კარში თავით ზუსტად გადაგზავნა.
„თელავმა“ მეორე ტაიმი 10 კაცით ჩაატარა, რადგან დავით გოგოტიშვილმა 37-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე მეორედ გააფრთხილეს და თამაში ნაადრევად დაასრულა.
იბერია 1999 1:0 თელავი
შოტლანდიელი სტივ კინის ხელმძღვანელობით “ტორპედომ” “სამტრედია” მიიღო და 4:1 გაიმარჯვა. ანგარიში მე-5 წუთზე სტუმართა არგენტინელი ნახევარმცველის ერიკ ბარიოსის ავტოგოლით გაიხსნა. სამ წუთში ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა “ტორპედო” კიდევ უფრო დააწინაურა, ხოლო 30-ე წუთზე გიორგი არაბიძემ პენალტი შეაგდო. 66-ე წუთზე იონსენმა დუბლი მიითვალა. 76-ე წუთზე ქუთაისელთა ყოფილმა ნახევარმცველმა ავღანელმა ომრან ჰაიდარმა ყოფილ გუნდს თერთმეტმეტრიანი გაუტანა. შეხვედრის მიწურულს “სამტრედიას” ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო ჯემალ ჩაჩუა გაუძევეს.
ტორპედო 4:1 სამტრედია 
ლაშა თაბაგარი