შენგელია “ვალენსიასთან” მატჩში დაშავდა

0
55

თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მატჩში ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია მისი დაზიანების ხარისხი და ის, თუ რამდენ მატჩს გამოტოვებს, თუმცა თავად ფაქტი, რომ თამაშისას მიღებული ტრავმის გამო მოედანი დატოვა და აღარ დაბრუნებულა, ძალიან არასასიამოვნოა.
ეს მოხდა ევროლიგის 27-ე ტურის მატჩში “ვირტუსმა” ბოლონიაში “ვალენსია”| 87:74 დაამარცხა, სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა კი მოედანზე ყოფნიდან 6 წუთში დაზიანება მიიღო. შენგელიას იმ მომენტისთვის 2 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა მითვლილი. მას 2 სამიანი და 1 ორიანი გაუცუდდა.
იტალიურ გუნდს მარკო ბელინელიმ 16 ქულით ულიდერა. “ვირტუსს” 17 მოგება დაუგროვდა და ევროლიგაში მესამე ადგილზეა. ბოლონიელები მორიგ მატჩს ევროლიგაში სტუმრად პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” ჩაატარებენ.