ალჟირის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ცნობილი ბოსნიელი სპეციალისტი ვლადიმირ პეტკოვიჩი გაწვრთნის, რის შესახებ ნახსენები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
60 წლის სპეციალისტი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე შვეიცარიის ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობდა, ხოლო საკლუბო დონეზე შვეიცარიის „ლუგანოს“, „ბელინცონას“, „იანგ ბოიზს“, „სიონს“, თურქეთის „სამსუნსფორსა“ , იტალიის „ლაციოს“ და საფრანგეთის „ბორდოს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





