ჩაბრაძე ირანში ითამაშებს

0
66

გრიგოლ ჩაბრაძე კარიერას ირანში გააგრძელებს. 27 წლის ქართველი მცველი საფეხბურთო კლუბ “ზობ აჰანს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა. ჩაბრაძე ბოლო სამი წლის მანძილზე ბათუმის “დინამოში” გამოდიოდა, რომელთან ერთად საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ჯერ მოიგო. ის თბილისის “საბურთალოს” აღზრილია, რომლის მაისურით საქართველოს ჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა. ასევე, ჩაბრაძემ ერთი სეზონი “თელავში” გაატარა. მან 2021-2022 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 9-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი