„პორტუმ“ „არსენალი“ ბოლო წუთზე გატეხა – პეპეს რეკორდი

0
68

„პორტუმ“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგობა ბოლო წუთზე დაძლია. პორტუგალიელებს გალენომ მოაგებინა, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა.
მასპინძლების კაპიტანი პეპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მინდვრის ფეხბურთელი გახდა – მან 40 წლის  და 360 დღის ასაკში ლონდონელების წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა. ის 26 თებერვალს 40 წლის გახდება.
„არსენალმა“ ყველა ტურნირში ჩატარებული ბოლო ზედიზედ 6 მატჩიდან პირველად წააგო. მანამდე, 5 შეხვედრა მოიგო. თუმცა, ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მიჯრით მეხუთედ დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი