საქართველოს ნაკრების პოზიცია რეიტინგში არ შეცვლილა

0
65

ფიფა/კოკა-კოლას თებერვლის თვის რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების პოზიცია იანვართნ  შედარებით არ შეცვლილა – ფრანგი ვილი სანიოლი გაწვრთნილები ისევ 77-ე ადგილზე არიან.
რეიტინგს მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა ლიდერობს, მეორე ადგილზე ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთია, მესამეზე კი – ინგლისი
საქართველოს ნაკრები მომავალი წლის მარტში ევრო 2024-ზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალში თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ლუქსემბურგს შეხვდება, ხოლო ფინალში გასვლის შემთხვევაში იმავე არენაზე საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ლუქსემბურგი რეიტინგში 85-ეა.
ლაშა თაბაგარი