საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება ახალი მწვრთნელითა და გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო. ალეკსანდარ ჯიკიჩმა 22 კანდიდატს უხმო, საიდანაც მოახლოებული მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 23 თებერვალს ქალაქ ნესტვედში დანიას დაუპირისპირდება, ხოლო 26-ში თბილისში სერბეთს უმასპინძლებს.
ეროვნული გუნდი გაფართოებული შემადგენლობით ოლიმპიურ სოფელში მდებარე ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში ემზადება. ლეგიონერებიდან თბილისში მხოლოდ რატი ანდრონიკაშვილი და დუდა სანაძე იმყოფებიან, რომლებსაც ტრავმა ბოლომდე არ აქვთ მორჩენილი და როგორც მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი დანიასთან ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებენ.
რაც შეეხებათ თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინს, მათი კლუბები თასის გათამაშებაში მონაწილეობენ და ეროვნულ გუნდში მათი ჩამოსვლა შედეგებზეა დამოკიდებული. თუ მათი კლუბები მომდევნო ეტაპებზე გადავიდნენ, კლუბში თამაში მოუწევთ და ჩვენს ეროვნულ გუნდს პირდაპირ დანიაში შეუერთდებიან. არადა, თბილისში ჩამოვლენ და სკანდინავიაში ალეკსანდარ ჯიკიჩის რაზმთან ერთად გაემგზავრებიან.
ნაკრებ დანიაში შეუერთდება ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში მოთამაშე ბექა ბურჯანაძე. “ლეიმა კორუნას” წევრი თბილისში ვერ ჩამოდის, რადგან მის გუნდს 18 თებერვალს ჩემპიონატის მატჩი ელის,





