ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩი პსჟ-მ „რელ სოსიედადი“ მიიღო და ესპანელები მეორე ტაიმი გატანილი გოლებით დაამარცხა.
უგოლო პირველი ნახევრის მერე. 58-ე წუთზე ანგარიში პარიზელთა ლიდერმა კილიან მბაპემ გახსნა. 70-ე წუთზე ფაბიან რუისის პასი ბარკოლამ გამოიყენა და დარჩენილ დროში მეტი ბურთი არ გასულა.
მბაპემ პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ ბოლო 11 მტჩში 10 გოლი გაიტანა. უკანასკნელი 2 თვის მანძილზე მან მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო. 25 წლის მბაპემ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 68 მატჩში 44 გოლი გაიტანა. ფრანგ ფორვარდზე მეტჯერ ამ ტურნირში 26 წლამდე ასაკის ფეხბურთელებში მოწინააღმდეგეები მხოლოდ არგენტინელმა ლიონელ მესიმ დაამწუხრა – 59.
ლაშა თაბაგარი





