იმობილემ „ბაიერნი“ სახლში წაგებული გაუშვა

0
42

მიუნხენის „ბაიერნმა“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალი „ლაციოსთან“ ფავორიტად მიიჩნეოდა, რომში მაურიციო სარის შეგირდებთან ვერაფერი გააწყო. თომას ტუხელის გუნდმა ორი ტაიმის განმავლობაში იტალიელთა კართან მხოლოდ ერთი სახიფათო მომენტი შექმნეს და გასაკვირი არაა, რომ გერმანიაშ ი წაგებული დაბრუნდა.
მატჩის 69-ე წუთზე უპამეკანომ თავის საჯარიმოში ისაკსენთან ისე იუხეშა, რომ მსაჯმა პენალტი დანიშნა და მიუნხენელი მცველი გააძევა. თერთმეტრმეტრიანი ზუსტად „ლაციოს“ შეტევის ლიდერმა და გუნდის კაპიტანმა ჩირო ომობილემ გამოიყენა.
„ბაიერნმა“ ბოლო 13 წლის მანძილზე ევროთასებზე იტალიურ გუნდთან პირველად წააგო. „ლაციომ“ არებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მეორე მატჩი მოიგო. რომაელებმა პირველად 2000 წელს 1/4-ფინალი სტუმრად „ვალენსიათან“ საპასუხო შეხვედრაში 1:0 გაიმარჯვეს.

ლაშა თაბაგარი