წყალტუბოს ,,სამგურალმა” საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მცველი გეგი გეგუჩაძე დაიმატა. 20 წლის ფეხბურთელმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გეგი გეგუჩაძე ბოლოს თბილისის ,,ლოკომოტივში” თამაშობდა. მანამდე კი ,,საბურთალოს” ღირსებას იცავდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ,,სამგურალს” თურქულ შეკრებაზე შემოუერთდა და ,,ტობოლთან” მატჩში მეორე ტაიმში ითამაშა.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი





