ხოჭოლავამ „სიტითან“ ვერ ითამაშა – მანჩესტერელთა რეკორდი

0
54

„კოპენჰაგენი“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში შინ მოქმედ ჩემპიონ „მანჩეტერ სიტის“ შეხვდა და 1:3 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ტრავმირებულია.
„სიტი“ მე-10 წუთზე დე ბრუინმა დააწინაურა, ხოლო 34-ე წუთზე მატსონმა ანგარიში გაათანაბრა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ბერნარდუ სილვამ ინგლისელები დააწინურა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე საბოლოო წერტილი ფილ ფოდენმა დასვა.
„სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 9 მატჩი მოიგო, რაც ინგლისური კლუბებისთვის რეკორდია. „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ 7 მატჩში 34 გოლი გაიტანა.

ლაშა თაბაგარი