გიორგი ბერიძემ თურქეთის რანგით მეორე ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. 22-ე ტურში “ქოჯაელისფორი” გასვლაზე “ბოლუსფორს” შეხვდა და ქულა აიღო. ქართველი ფორვარდი სასტარტო შემდგენლობაში იყო და მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც თანაგუნდელის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ბურთი დაამუშავა და შემოტრიალებით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. მან მიმდინარე სეზონში თავი მეოთხედ გამოიჩინა. ბერიძე 63-ე წუთზე კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ხარაიშვილმა შეცვალა. “ქოჯაელის” განაცხადში დავით სხირტლაძე არ იყო, რომელიც გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.
“ქოჯაელი” 43 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეამეა.
ლაშა თაბაგარი





