23 მარტს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ შეხვედრას დანიის ქალაქ ნესტვედში ადგილობრივ ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.
ჩვენი ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, სერბმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს – ჩვენს გუნდს თელ ავივის მაკაბის უკანახაზელი, ჯო ტომასონი შემოურთდა. სულ სერბმა სპეციალისტმა შეკრებაზე 22 მოთამაშეს უხმო, რომელთაგან 16 საქართველოს სუპერლიგაში ასპარეზობს.
26 თებერვალს საქართველოს ნაკრები მეორე საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში სერბეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.






