აფრიკის თასი კოტდივუარმა მოიგო

0
48

კოტდივუარის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა აფრიკის თასი მოიგო. აბიჯანში გამართულ ფინალში ტურნირის მასპინძლები ნიგერიას დაუპირისპირდნენ და მინიმალური სხვაობით დაამარცხეს. მატჩი 38-ე წუთზე ანგარივი ნიგერიელთა კაპიტანმა ეკონგმა თავური დარტყმით გახსნა. 62-ე წუთზე კესიემ ასევე თავით საპაუხო ბურთი გაიტანა. 81-ე წუთზე ალერმა ნიგერიის კარი აიღო და თავის გუნდს ოქროს მედლები მოუტანა.
ტურნირის მსვლელობის დროს კოტდივუარის ფეხბურთის ფედერაციმ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჟან ლუი გასე დაითხოვა და მის მაგივრად ემერს ფაე დანიშნა. კოტდივუარი აფრიკის თასს მესამედ დაეუფლა. მანამდე, ეს ტურნირი 1992 და 2015 წელს მოიგო. კოტდივუარელები აფრიკის თასზე გამარჯვებათა რაოდენობით ნიგერიას გაუთანაბრდნენ – ეგვიპტეს (7), კამერუნს (5) და განას (4) ჩამორჩებიან.
ლაშა თაბაგარი