ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” “მილანთან” ისევ ვერაფერი გააწყო. იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში ნეაპოლელები მილანელებს სტუმრად დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა – პირველ ტაიმში თავდასხმაში ჯოვანი სიმეონესთან იყო შეწყვილებული, ხოლო მეორეში მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გადაინაცვლა. მან რამდენიმე ეპიზოდში მეტოქის საჯარიმოში ვითარება გაამწვავა და ერთხელ შორი მანძილიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
“მილანმა” ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გაიტანა, როდესაც რაფაელ ლეაოს პასით ტეო ერნანდესი სტუმართა მეკარესთან პირისპირ გავიდა და მარცხენა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა. “ნაპოლის” ანგარიშის გათანაბრება მატჩის მიწურულს შეეძლო, როდესაც ლინდსტრიომის ჩაწოდების მერე სიმიჩის ფეხიდან ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ამ გუნდებს შორის ჩატრებული ბოლო 5 თამაშიდან “მილანმა” 3 მოიგო და 2 ფრედ დასრულდა. “როსონერის” სახლში “ნაპოლი” სერია A-ს 8 შეხვედრაშi არ ჰყავდა დამარცხებული და პიოლის გუნდმა ეს ნავსიც გატეხა.”ნაპოლი” 35 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





