ბათუმის “დინამომ” განელი და ბრაზილიელი დაიმატა

0
62

თურქეთში შეკრებაზე მყოფ ბათუმის “დინამოს” ორი ახალი ფეხბურთელი – განელი ნახევარმცველი ედმუნდ მენსა და ბრაზილიელი თავდამსხმელი გაბრიელ რამოსი შეუერთდნენ.
22 წლის მენსა ფინეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ “ჰონკაში” გამოდიოდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 116 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
27 წლის რამოსს ბათუმელთა შემადგენლობაში ადრეც უთამაშია – 2018 და 2019 წლებში. ის სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგის “პუჩხონში” გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი