„მანესტერ სიტი“ „ჟირონას“ გარემარბ სავიო მორეირას ტრანსფერზე შეუთანხმდა, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
სავიოს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე ფრანგულ „ტრუასთან“ აკავშირებს, რომელმაც ფეხბურთელი 2022 წელს 6,5 მილიონ ევროდ ბრაზილიის „ატლეტიკო მინეიროდან“ იყიდა. „მანჩესტერ სიტი“, „ჟირონა“ და „ტრუა“ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ჰოლდინგ City Football Group-ში შედიან.
19 წლის სავიომ მიმდინარე სეზონში ესსპანეთის ლა ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. ის „ჟირონას“ საუკეთესო ასისტენტია.
ლაშა თაბაგარი





