პსჟ-მ თავდამსხმელი უგო ეკიტიკი ფრანკფურტის „აინტრახტში“ გაანათხოვრა. 21 წლის ფრანგი ფეხბურთელი გერმანულ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება და ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, ფრანკფურტელები მის გამოსყიდვას მოახერხებენ. გარიგების საერთო თანხმა შესაძლოა 30 მილიონი ევრო შეადგინოს.
ეკიტიკი პსჟ-ში 2022 წლის ზაფხულიდან ირიცხება. მან გასულ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 32 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში პარიზელებში ერთხელ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





