ბათუმის „დინამომ“ შეკრება მოუგებლად დაასრულა

0
42

ბათუმის „დინამომ“ პირველ თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდ ლუბინის „ზაგლებიესთან“ ჩაატარა.
„ზაგლებიემ“ ანგარიში პირველი ტაიმის 30-ე წუთზე გახსნა, როდესაც ბათუმელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა პოლონელმა ფეხბურთელმა მცველი ჩამოიცილა და მისი დარტყმული ლუკა ხარატიშვილმა მოიგერია, მაგრამ შორეულ ძელთან ახლოს მდგომა ლუბინელმა მოთამაშემ უპრობლემოდ გაიტანა.
55-ე წუთზე პოლონელთა საჯარიმოში მყოფმა გიორგი წიტაიშვილმა მარცხენა ფლანგიდან პასი შეტევაში ჩართულ ლუკა ქაფიანიძეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 1:1. ეს ეპიზოდი „ზაგლებიეს“ მეკარემ ემოციურად გააპროტესტა, რადგან მისი აზრით წიტაიშვილმა პასი მას მერე გააკეთა, რაც ბურთმა მოედანი დატოვა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და ბათუმელებმა შეკრება გამარჯვების გარეშე დაასრულეს.
ბათუმელები პირველ სპარინგში პოლონეთის პირველი ლიგის გუნდ „ტერმალიკას“ დაუზავდნენ (1:1), ხოლო მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელ „შკენდიასთან“ 0:2 დამარცხდნენ.
ცნობისთვის, “ზაგლებიესთან” სპრინგს მატჩს საქართველო ეროვნული ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცერეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაესწრნენ
ლაშა თაბაგარი